“არ ვარ ვალდებული ვაფრიალო განჩინება”-პოლიცია ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში შევიდა

პოლიცია “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში შევიდა.

“სასამართლო განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, სხვა კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებთ, შესაბამისის სამსახური მოგაწვდით დაზუსტებულ ინფორმაციას… არ ვარ ვალდებული ვაფრიალო განჩინება ” – ამბობს ადგილზე მყოფი პოლიციელი და შენობაში არ უშვებს პარტიის ერთ-ერთ ლიდერს სოფო ჯაფარიძეს.

ოფისი მარი ბროსეს ქუჩის 6 ნომერში მდებარეობს.

მანამდე, პოლიცია მისული იყო “კოალიცია ცვლილებისთვის” ოფისშიც, თუმცა ჩხრეკის ორდერის მოთხოვნის შემდეგ ოფისი რამდენიმე წუთში დატოვეს.

ჩხრეკა ტარდება ჯგუფ “დაიტოვეს” ადმინისტრატორის, ილია ღლონტის სახლშიც.

banner
წინა სტატიაშიპოლიცია “დროას” ოფისშიც შევიდა
შემდეგი სტატიაგიორგი გვიმრაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის პოსტი დატოვა