არ ვარ წინააღმდეგი, ხაჭაპური ვოლსკიმ გამოაცხოს, რაც შეეხება წულუკიანს, კარგია, რომ გაიღვიძა – კახა კოჟორიძე

არ ვარ წინააღმდეგი, ხაჭაპური ვოლსკიმ გამოაცხოს, რაც შეეხება წულუკიანს, კარგია, რომ გაიღვიძა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ წევრი კახა კოჟორიძე „ფეისბუქზე“ წერს.

„ხაჭაპურზე ვერ დავწერე გუშინ.

1. პირადად მე ეს არ აღმიქვამს სექსისტურ კომენტარად. ჩემთვის ეს იყო იმაზე ხაზგასმა, რომ პროფესიონალიზმი სახელმწიფო მართვაში არის გადამწყვეტი. პური მეპურემ! მამუკა ხაზარაძე ამას ყოველთვის ხაზს უსვამს და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც მეც და სხვა ადამიანებიც შევუერთდით მის მიერ დაწყებულ მოძრაობას.

2. ტოვებდა თუ არა ეს კომენტარი იმის შესაძლებლობას, რომ აღქმული ყოფილიყო, როგორც სექსისტური? პასუხი: ვინც კარგად არ იცნობს ხაზარაძეს, კი, მისთვის ტოვებდა.

3. ამიტომ მისასალმებელია საზოგადოების იმ ნაწილის კრიტიციზმი, რომელმაც საქმიანად დააფიქსირა მისი პოზიცია. მათ მადლობა.

4. მამუკა ხაზარაძეს ქალის ადგილად კუხნა მიაჩნია?! ამ კითხვაზე ყველაზე კარგ პასუხს ფაქტები სცემენ: ამ კითხვას უსვამენ კაცს, რომლის საქმიანობის სხვადასხვა ასპარეზზე გუნდის წევრების უმრავლესობა არის ქალი; რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკაში მისი მოსვლის მთავარი ინსპირატორი იყო მაკო გომური; რომელმაც საზოგადოებრივ ასპარეზზე გუნდის პირველ წევრად დაასახელა ქალი (ანა ნაცვლიშვილი)…

5. რაც შეეხება წულუკიანს, კარგია, რომ გაიღვიძა, იქნებ წუმპეში ჩაფლული სასამართლო სისტემაც დაინახოს. ზურაბიშვილზე არაფერს ვიტყვი, ისედაც ყველას ყველაფერი აქვს უკვე ნათქვამი. ხაჭაპურს რაც შეეხება, არ ვარ წინააღმდეგი, რომ ვოლსკიმ გამოაცხოს“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლმა, მამუკა ხაზარაძემ გუშინ განაცხადა: „მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“. აღნიშნულ განცხადებას საზოგადოების და მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ფეისბუქზე“ მამუკა ხაზარაძეს მიმართა: „თქვენ გძულთ ქალები, ვინც გაბედა და სამზარეულოს გარეთ ცხვირი გამოჰყო, ეს ხართ ამის მერე თქვენ, მეტი არაფერი“.

banner
წინა სტატიაშიმთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ნატო გვეუბნება, რომ მისი კარი ღიაა, მაგრამ არავინ გვეუბნება ვადას – ინაშვილი
შემდეგი სტატიაეკა ბესელია : იმის მიუხედავად, რომ ცქიტიშვილზე დადებითი წარმოდგენა არ მაქვს, არ მიჭირს, ვთქვა, რომ ხაზარაძის მიმართვა არ მომეწონა