ლადო პაპავა: არ ვარ ის კაცი, ვისზეც ადვილად მოქმედებს ზეწოლა

ვლადიმერ პაპავას განცხადებით, თსუ-ს რექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესხებ გადაწყვეტილება, ზეწოლის გარეშე მიიღო.

პაპავას განმარტებით, ის ხელმძღვანელობს მხოლოდ ერთი ინტერესით – უნივერსიტეტის ინტერესით.

“როცა გადავწყვიტე, რომ უნივერსიტეტის რექტორად მეყარა კენჭი, ეს არავისთან არ შემითანხმებია, არავის ზეწოლა და არავის თხოვნა არ იყო; როდესაც მე მივიღე გადაწყვეტილება და დავტოვე თანამდებობა, ასევე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. მე არ ვარ ის კაცი, ვისზეც ადვილად მოქმედებს ზეწოლა. მე ვიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც უნივერსიტეტში ხდება”,- განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.

თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა თანამდებობას პირველ მაისს დატოვებს.

 

banner
წინა სტატიაში“ვიდრე ოკუპაციის წინაშე ვართ, ეს საქართველოს უსაფრთხოებისთვის სერიოზული გამოწვევაა”
შემდეგი სტატია„ეს აუდიტორია 115-ის გამარჯვებაა”- თსუ-ს სტუდენტი