ეს იყო ადამიანებზე ნადირობა და დასჯა-მშვენიერაძე

თავისუფლების მარში – აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ მოითხოვენ შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას. მსვლელობას, რომელის რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებიც უერთდებიან.

”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ სწორედ შს მინისტრს ეკისრება პასუხისმგებლობა 20-21 ივნისის ღამეს განვითარებულ სისხლიან მოვლენებზე.

„ხელისუფლებას სურს, რომ ეს დაძაბულობა, საპროტესტო განწყობა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, შეანელოს და გადავიდეს ქვეყანა და მათ შორის, საზოგადოება ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში. მან ეს მოთხოვნაც უნდა დააკმაყოფილოს, რადგანაც ეს მოთხოვნაც არის აბსოლუტურად სამართლიანი. მიუხედავად იმისა, რომ ბატონ გახარიას სახელს შეიძლება უკავშირდებოდეს შსს-ში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის წამოწყება, რასაც ვაფასებთ, მაგრამ ამავდროულად, ის, რაც ჩვენ ვნახეთ 20 ივნისს, ეს იყო პირველი ტესტი ხელისუფლებისთვის, როგორ გაართმევდა თავს ასეთ მნიშვნელოვან აქციებს, მათ შორის, იმ პირობებში, როდესაც მათ წარმოეშვათ აქციის დაშლის ლეგიტიმური უფლება, მაგრამ რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს იყო არა აქციის დაშლა, არამედ ეს იყო ადამიანებზე ნადირობა და დასჯა,“ – აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.

banner
წინა სტატიაში20 ივნისის სისხლიან ღამეს დაშავებული ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
შემდეგი სტატიაავთანდილ თალაკვაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აქციაზე დაშავებულის ოჯახს მისი ადგილსამყოფელი დაუმალეს