“არ ვაპირებთ იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ხელისუფლებას გააძლიერებს, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას”

ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ ბრძოლას აგრძელებს-განცხადება ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

“მთელი დღის განმავლობაში ვისმენთ პოლიტიკური ლიდერების განცხადებებს, რომელიც აანონსებენ პოლიტიკიდან წასვლა. შექმნილი სიტუაცია ქმნის ახალ რეალობას, სადსაც ნაციონალური მოძრაობა ყალიბდება ერთადერთ პროდასავლურ პოლიტიკურ ზალას ამ ქვეყანაში. ნაციონალური მოძრაობა განსაზღვრავს არამხოლოდ მისი მხარდამჭერების ბედს. ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ჩენ არსად წასვლას არ ვაპირებთ და ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად. ,”-აცხადებს დავით ბაქრაძე.

ბაქრაძის თქმით ნებისმიერი ნაჩქარევი გადაწყვეტილება შეიძლება საზიანო იყოს.

„ჩვენ არ ვაპირებთ იმ ნაბიჯების გადადგმას რომელიც ხელისუფლებას გააძლიერებს, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, გამოვიყენებთ ყველა კანონიერ პოლიტიკურ მეთოდს, ეს მოიცავს როგორც საპროტესტო აქციებს, ასევე პოლიტიკურ ინსტიტუტებში ბრძოლას,“-აცხადებს დავით ბაქრაძე.

https://www.youtube.com/watch?v=_KHROB3Z-OM

banner
წინა სტატიაშიდავით ჯანდიერი: მე გარკვეულ ტაიმ აუტს ვიღებ, პარტიაში შექმნილი ვითარება არ არის იოლი
შემდეგი სტატია“ჩვენ არათუ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებთ , ვაგრძელებთ ბრძოლას”