არ ვაპირებთ, ეს არჩევანი ვინმეს გავატანოთ – კოალიცია “ძლიერი საქართველო”

არ ვაპირებთ ეს არჩევანი ვინმეს გავატანოთ – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ კოალიციის ოფიში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ანა დოლიძის თქმით, ცესკოს მიერ გამოცხადებული პირველადი შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას.

ჩვენ ვართ განრისხებულები იმით, რისი დაწერაც გაბედა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ეს ციფრები ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ და დღევანდელ არჩევნებს. “ძლიერი საქართველო” იბრძვის თითოეული ხმის დასაცავად, ვიყენებთ ყველა კანონიერ საშუალებას, რომ დაცული იყოს საქართველოს ხალხის დემოკრატიული და ევროპული არჩევანი. არ ვაპირებთ ვინმეს გავატანოთ ეს არჩევანი”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ლევან ცუცქირიძის თქმით კი, ამ შედეგისთვის არ ყოფილა ისტორიულად მაღალი აქტივობა და ამისათვის არ უვლიათ ემიგრანტებს ასეულობით კილომეტრი.

ამისათვის არ მდგარან ემიგრანტები 8-9 საათი საელჩოების რიგში. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ყველა კანონიერი დემოკრატიული ფორმით და ჩვენი ქვეყნსი ევროპული მომავლის გადასარჩენად გამოვიყენებთ, ყველა მშვიდობიან, დემოკრატიულ საშალებას”, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

banner
წინა სტატიაშიჩემი ხმა: დანაშაულებრივი ქმედებებით მიღებული შედეგი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას
შემდეგი სტატიაილია თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა