არ ვაპირებთ ბოდიშის მოხდას იმისთვის, რომ მეორე ფრონტს არ ვხსნით – ირაკლი ბერაია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ბერაიას განცხადებით, საქართველო ეროვნული ინტერესებისა და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტების შესაბამისად მოქმედებს.

მისივე თქმით, საქართველო უკრაინას ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას უწევს, როგორც ჰუმანიტარულ, ასევე პოლიტიკურ ჭრილში.

„ამი შესახებ საყოველთაოდ ცნობილია. ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენი ნაბიჯები და დახმარება იყოს ქმედითი, პროდუქტიული და შედეგიანი. ამ მიმართულებით ჩვენს ნაბიჯებს ძალიან კარგად იცნობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას, ჩვენ არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ იმისთვის, რომ მეორე ფრონტს არ ვხსნით. ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს და დაიმახსივროს“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ ალექსეი არესტოვიჩის განცხადების კომენტირებისას.

banner
წინა სტატიაშიურსულა ფონ დერ ლაიენი – რუსეთის გადაწყვეტილება ევროპის ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შესახებ შანტაჟის ინსტრუმენტია
შემდეგი სტატიადავითულიანი – საქართველოში მიხეილ სააკაშვილი რომ ყოფილიყო, ომი იქნებოდა და ეს თქვა არესტოვიჩმა, ვადასტურებ, რომ ჩვენ ომს არ ვაპირებთ