“არ ვაპირებთ ამასთან შეგუებას”- ლევან ვარშალომიძე არჩევნების შედეგებს აფასებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ვარშალომიძე უსკო-ს მანიპულაციებში ადანაშაულებს. ვარშალომიძე ამბობს, რომ გამოქვეყნებული მონაცემები არ არის სწორი და ამას არ შეეგუება. რა სამოქმედო გეგმა ექნება მას გუნდთან ერთად ჯერჯერობით უცნობია.

ვარშალომიძე ამბობს, რომ პარტიის წარმომადგენლებთან ერთად სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებებს მიიღებს.

“უსკო საბოლოო შედეგებს მეორე დღეს 09:00 საათზე აცხადებდა, წელს ასე არ მოხდა იცით რატომ? 69-ე ოლქის პირველი უბნის ოქმი დღეს პირველის ნახევარზე დაიწერა. რატომ ხდებოდა და ხდება ასეთი მანიპულაციები. არ ვაპირებთ ამასთან შეგუებას. ველოდებით ოქმებს კვლავ. დავსხდებით გუნდი და კონკრეტულ გეგმებს მოგახსენებთ თუ როგორ ვიმოქმედებთ,”- განაცხადა ვარშალომიძემ.

banner
წინა სტატიაში“არჩევნები არის გაყალბებული” – “ნაციონალური მოძრაობა” კონსულტაციების შემდეგ საკუთარ გეგმაზე ისაუბრებს
შემდეგი სტატიაემანუელ ზინგერისი: მინდა, მივულოცო საქართველოს და სიხარულით ვისაუბრო ქვეყნის განვითარების შესახებ