“არ ვაპირებ თანამშრომლობას” – თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაპატიმრებული აქტივისტების პროცესი მიმდინარეობს – სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულებს იკვლევნენ.

პროცესზე მოსამართლემ დაკავებულ დავით სტურუას ჰკითხა, ეთანხმებოდა თუ არა მის ადვოკატს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, რაზედაც მან შემდეგი პასუხი გასცა:

მე ვიყავი ჩემი ხალხის და ჩემი სამშობლოს გამო აქციაზე. გამოვხატავდი პროტესტს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საიდან გავაგრძელებ ბრძოლას ციხიდან თუ გარედან. არავითარ საპროცესოზე არ ჰქონდეს გამოძიებას ილუზია. არ ვაპირებ თანამშრომლობას,- განაცხადა სტურუამ.

გოჩა ყატაშვილის, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტის, კახაბერ მჟავანაძის, ალექსანდრე გოგოლაძის, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილის, ზაქრო ალბუთაშვილის, გენადი კელიხაშვილის, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძის, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილისა და ია დარახველიძის მიმართ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“ნებისმიერ შემთხვევაში, ბოლოს, მაინც ჩვენ მოვიგებთ” – ზურაბ ჯაფარიძე
შემდეგი სტატიაგაეცანით საქართველოს ბანკისა და QuickShipper-ის შეთავაზებას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის