არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას, რომ ნახევარი წლის განმავლობაში იაფი გაზი გვქონდეს – სანდუ

მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ ამბობს, რომ “არ აპირებს ქვეყნის ნაწილის გაყიდვას” რუსეთიდან იაფი გაზის სანაცვლოდ. მისი თქმით, მოლდოვა უნდა მოემზადოს ენერგიის დაზოგვის რეჟიმისთვის ამ ზამთარში.

“მე არ ვაპირებ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას მხოლოდ იმიტომ, რომ ნახევარი წლის განმავლობაში უფრო იაფი გაზი გვქონდეს. ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია და ჩვენ უნდა დავიცვათ იგი. დიახ, ყველასთვის რთულია. და რაც მთავარია, იმის გამო, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არ ვეძებდით ალტერნატივებს, არ ჩავდებდით ინვესტიციას ენერგეტიკულ პროექტებში – იმიტომ, რომ მაშინ ჩვენ ეს არ გვაინტერესებდა”, – ამბობს სანდუ.

მან აღნიშნა, რომ ახლა მთელი მსოფლიო რთული ზამთრისთვის ემზადება. მისივე თქმით, მთავრობა ამ კუთხით მოქალაქეების მხარდაჭერის სისტემას ავითარებს და ევროკავშირთან ფინანსურ მხარდაჭერას განიხილავს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ნოვაგი“ სასათბურე მეურნეობას აფართოვებს
შემდეგი სტატიათამარ მეფის გამზირზე 15 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით, სატრანსპორტო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება