„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ციხიდან წერილით ეხმაურება. ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებაში შიშის დანერგვას ცდილობს, თუმცა ბრძოლის გაგრძელება აუცილებელია.
ხაბეიშვილი წერილში მიხეილ სააკაშვილის მოწოდებასაც იხსენებს და ერთიანობისკენ მოუწოდებს მხარდამჭერებს.
„არ ვაპირებ მოთქმა-გოდებას, მიუხედავად იმ სატანჯველისა, რასაც სამარტოო საკანში გატარებული ყოველი წუთი თან ახლავს. ნამდვილ დისიდენტებს 7 წელი მიუსაჯეს, სტუდენტები არიან მძევლად და შესაბამისად, ხელების ჩამოშვება დანაშაულია.
ჩვენსა და გამარჯვებას შორის დგას შიში, რომელსაც ივანიშვილი ყოველ წამს კიდევ უფრო აღვივებს. თუ არ შეგვეშინდება და გავიაზრებთ სააკაშვილის მოწოდებას, გავერთიანდეთ დროშის გარშემო, გამარჯვება გარდაუვალია. რაც შემეხება მე — 1.5 [წელი] დამრჩა და ერთი სული მაქვს, ვემსახურო ჩემ ხალხს. არ დანებდეთ, ძალა ერთობაშია“, — წერს ხაბეიშვილი.
ლევან ხაბეიშვილის წერილს ტვ პირველი ავრცელებს.
















