არ ვაპირებ ე.წ. მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას – ცეზარ ჩოჩელმა კანდიდატურა მოხსნა

ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის ოლქში, ცეზარ ჩოჩელი მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს, თითქოს ოპოზიცია მეორე ტურებისთვის ემზადება, ტყუილს უწოდებს.

ჩოჩელი კატეგორიულად გამორიცხავს არჩევნებში მონაწილეობას და საკუთარ კანდიდატურას ხსნის.

ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში აორმაგებს აგიტატორებს და ემზადება მეორე ტურისთვის.
ესეც არის მორიგი ტყუილი!
მე ვრჩები ჩემი სიტყვის ერთგული – არ ვაპირებ ეგრეთ წოდებულ მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას!
კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ჩემს მომხრეებსა და თანამოაზრეებს ერთგულებისთვის და მოვუწოდებ, ბოიკოტი გამოუცხადონ გაყალბებულ არჩევნებს! წერს ცეზარ ჩოჩელი.

ცეზარ ჩოჩელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, შესაბამის განცხადებასაც აქვეყნებს, რომელიც მან მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიას გაუგზავნა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა მარტვილში
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია : ვისაც ქვეყნისთვის დიდი საფრთხის აცილება და ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება სურს, სააკაშვილის პერსონას თავი უნდა დაანებოს