არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას ყრილობაზე – დავით ბაქრაძე

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე, ნაციონალური მოძროაბის ყრილობაზე, რომელიც 20 იანვარს გაიმართება, მისი კანდიდატურის დაყენებას პარტიის თავმჯდომარის თანბამდებობაზე არ გეგმავს.

ამის შესახებ ბაქრაძემ კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

“პარტიის ამ ყრილობაზე არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატად,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძემ საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა და თქვა, რომ პარტიის მოქმედი თავმჯდომარის ყოფნა პარტიისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ენმ-ში არსებული ემოციური დატვირთვის გამო, მან ეს გადაწყვეტილება მიიღო.

დავით ბაქრაძე ამბობს, რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, 99%-იანი ალბათობით, პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ თავმჯდომარის ადგილი დარჩეს ვაკანტური.

“თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, მეც ვიხრები, რომ პარტიის მომავალი განვითარებისთვის აუცილებელია, ჰყავდეს ადგილზე მოქმედი თავმჯდომარე, რაც არაფრით არ აკნინებს მისი დამფუძნებლის და ლიდერის დამსახურებას და ფუნქციას. ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც იმყოფება, დევნის გამო, უკრაინაში და მასთან ერთად რომ აქ იყოს პარტიის თავმჯდომარე, ეს პარტიისთვის კარგია. მაგრამ შეიქმნა ისეთი ემოციური ფონი, რასაც მოჰყვა კიდეც ჩემი თანაგუნდელების მიერ მწვავე განცხადებები, ამიტომ მე არ ვაპირებ თავმდჯომარეობას,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ პოლუსზე რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიატუნისში ბერლინის ტერაქტის მომწყობის ძმისშვილი დააკავეს