არანირ კულუარულ შეთანხმებებასა და გარიგებაზე არ მივდივარ

„თავისუფალი დემოკრატები“ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არ გაწევრიანდებიან

alasania_74“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია სახელმწიფო სამსახურში მუშაობის გაგრძელებას არ აპირებს. ამის შესახებ ალასანიამ გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.

პარტიიდან წასულ სხვა ლიდერებზე კი ალასანია აცხადებს, რომ ისინი პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან თავისუფლები არიან და საკუთარ გადაწყვეტილებაზე თავად არიან პასუხისმგებლები.

„არ ვაპირებ არანაირ სახელმწიფო სამსახურში მუშაობის გაგრძელებას. რაც შეეხება სხვებს, ეს მათ ჰკითხეთ. ყველა თავისუფალია საკუთარ არჩევანში. ვინც დატოვა პოლიტიკური პარტია, თავისუფალია პოლიტიკური ვალდებულებებისგან. ჩვენ ვართ მეგობრები, მაგრამ ვალდებულებებისგან ისინი თავისუფლები არიან. წინასწარ ნუ განვსჯით, თუ ასეთი რამე მოხდა, მერე თავად გააკეთებენ კომენტარს, ყველა საკუთარ გადაწყვეტილებაზეა პასუხისმგებელი“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მან ასევ “არჩევანის” პირდაპირ ეთერში ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.

ალასანიას იმედი აქვს, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და დაკავებულები გათავისუფლდებიან.

“ნებისმიერ გარიგებას ძირშივე გამოვრიცხავ, არანირ კულუარულ შეთანხმებებასა და გარიგებაზე არ მივდივარ. პოლიტიკური საჭიროება აღარ არის უდანაშაულო ადამიანების მძევლად ციხეში დატოვების,” – განაცხადა ირაკლია ალასანიამ.

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ კაბელების საქმეზე დაკავებული ადმიანების ციხეში ყოფნა ტრაგედიაა.

 

banner
წინა სტატიაშიდღეს მოსკოვმა და დამასკომ ალეპოში ცეცხლი შეწყვიტეს
შემდეგი სტატიათურქეთმა კანაფის წარმოებას მწვანე შუქი აუნთო