არ ვანსხვავებთ არც იმ ხელისუფლებას, არც ამ ხელისუფლებას, დანაშაული დანაშაულია – სარალიძე

ძალიან ბევრი პლაკატები მოვა ისევ აქ, რაც არამარტო ამ ხელისუფლების დროს მოხდა, არამედ იმ ხელისუფლების დროსაც, რომელიც პირდაპირ ხელისუფლების მიერ იქნა ლიკვიდირებული – ეს განცხადება, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ გააკეთა.

პარლამენტის შენობის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო, სადაც შვილმოკლული მამების პროტესტი გრძელდება. ზაზა სარალიძეს სურდა, რომ ტერიტორიაზე დაედგა ბანერები, რომელიც გახმაურებულ საქმეებს უკავშირდება. თავდაპირველად იქ შეკრებილებს ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა, მოგვიანებით კი ინციდენტი ამოიწურა.

“თავდაპირველად პლაკატების შემოტანის საშუალება არ მოგვცეს,საბოლოო ჯამში კი მაინც მიიღეს გადაწყვეტილება , რომ დაგვრთონ ნება ძალიან ბევრი პლაკატები მოვა ისევ აქ, რაც არამარტო ამ ხელისუფლების დროს მოხდა, არამედ იმ ხელისუფლების დროსაც, რომელიც პირდაპირ ხელისუფლების მიერ იქნა ლიკვიდირებული. ჩვენ ისევ და ისევ ვაფიქსირებთ, რომ არ ვანსხვავებთ არც იმ ხელისუფლებას, არც ამ ხელისუფლებას, დანაშაული დანაშაულია”,-განაცხადა სარალიძემ.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს ზურაბ პატარაძეს შეხვდა
შემდეგი სტატიადავით დონდუა ავსტრიაში ელჩად ინიშნება