ვენეციის კომისია ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით შეფასებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ “მოქმედი კანონმდებლობის დიზაინი არ უზრუნველყოფს უწყების საკმარის დამოუკიდებლობას”.
ვენეციის კომისია ასევე წერს, რომ ანტიკორუფციული სააგენტოსთვის სხვადასხვა პრევენციული ფუნქციის შეთავსებით ვერ მიიღწევა მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის გაცხადებული მიზანი.
ვენეციის კომისია ასევე წერს, რომ ანტიკორუფციული სააგენტოსთვის სხვადასხვა პრევენციული ფუნქციის შეთავსებით ვერ მიიღწევა მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის გაცხადებული მიზანი.
“ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ დამოუკიდებლობა სტრუქტურული და ოპერატიული ავტონომიის ადეკვატური დონით, რომელიც მოიცავს სამართლებრივ და ინსტიტუციონალურ ღონისძიებებს პოლიტიკური ან სხვა გავლენის თავიდან ასაცილებლად, სპეციალიზებული ანტიკორუფციული ორგანოებისთვის ფუნდამენტურ მოთხოვნად განიხილება.
ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ მოქმედი ინსტიტუციური დიზაინი არ ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის საკმარის ხარისხს და მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ზედამხედველობისა და მაღალი თანამდებობის მქონე ოფიციალურ პირთა აქტივებისა და ინტერესების დეკლარაციების მონიტორინგისთვის მისი კომპეტენციები კანონში დამატებითი გარანტიების შეტანას საჭიროებს.
ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებით პრობლემურია ის ფაქტი, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნა-გათავისუფლება დიდწილად პრემიერმინისტრის ხელშია”, – ნათქვამია ვენეციის კომისიის შეფასებაში.
სექტემბრიდან პარტიების ფინანსების კონტროლის ფუნქცია აუდიტის ნაცვლად, მთავრობის ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს. კერძოდ, პარტიები ვალდებული არიან, შემოსავლები და ხარჯები ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინონ – ანგარიშები უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გაწეული ხარჯების, მიღებული შემოსავლებისა და პოლიტიკური შემოწირულებების შესახებ.
სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენი კუპრაშვილია. ქართულმა ოცნებამ ბიურო 2022 წელს შექმნა. 13 აპრილს მმართველმა პარტიამ მიიღო ცვლილებები კანონპროექტში, რომლის თანახმადაც, ოლიგარქად ცნობის საკითხს ანტიკორუფციული ბიურო განსაზღვრავს.