“არ უნდა მივცეთ მოსამართლეთა კლანს სასამართლო სისტემის უზურპირების უფლება” – რომან გოცირიძე

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძის თქმით, “არ უნდა მივცეთ მოსამართლეთა კლანს სასამართლო სისტემის საბოლოოდ მონოპოლიზებისა თუ უზურპირების უფლება”.
​გოცირიძის განცხადებით, ისინი ეკა ბესელიასა და მისი მხარდამჭერების ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც მოსამართლე უვადოდ გამწესების ხუთი წლით შეჩერებას გულისხმობს, მხარს აუცილებლად დაუჭერენ.

“ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დღეს ქვეყნისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ჩვენი ინიციატივა და ეს არის უმრავლესობის ერთი ნაწილის ინიციატივა, ჩვენ მას დავუჭერთ აუცილებლად მხარს,“ – აცხადებს რომან გოცირიძე

banner
წინა სტატიაშირუსტავი2-ის სიუჟეტმა გამიჩინა კითხვები, რომელსაც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს
შემდეგი სტატიალიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის ოჯახი ცხედრის გადმოსასვენებლად ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს