„არ უნდა იყოს ეჭვები, არის თუ არა ეს რაიმე ტიპის დევნა გამოხატვის თავისუფლებისთვის”

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გადაყენების შესაბამისად, დასაბუთებას ელოდება მმართველი გუნდი იუსტიციის საბჭოსგან. ქართულ ოცნებაში იმასაც ამბობენ, რომ ახვლედიანს თავის მხრივ სრული უფლება ქონდა კრიტიკული განცხადებები გაეკეთებინა.

„არ უნდა იყოს ეჭვები, არის თუ არა ეს რაიმე ტიპის დევნა გამოხატვის თავისუფლებისთვის,“ – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი მანანა კობახიძე.

საპარლამეტნო უმცირესობა მომხდარს საბჭოს მხრიდან ახვლედიანის მიერ გამოთქმული განსხვავებული აზრისთვის დევნასა და პოლიტიკიური ნიშნით გარჩევაზე საბრობენ.

“ასეთი შემთხვევები ძალიან დიდ ჩრდილს აყენებს ამ პროცესს, როდესაც მოსამართლე გადაყენებულია იმის გამო, რომ მას ქონდა განსხვავებული აზრი,“ – აღნიშნა ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიგი წერეთელმა.

პოლიტიკურ ნიშნებს ხედავენ თავისუფალი დემოკრატებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებაში.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი
შემდეგი სტატიაBerlinale: “ცეცხლი ზღვაში” და სხვა კადრები (ფოტო)