არ უნდა გამოგვრჩეს პოლიტიკური დევნის არცერთი სუბიექტი და არცერთი ფაქტი, რომელსაც საქართველოში ექნება ადგილი – აკაკი ბობოხიძე

„ზუსტად ისეთივე ყურადღებით უნდა მოვექცეთ, როგორც მოვექცევით მსხვილ პოლიტიკურ ფიგურებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს. ამ ფაქტების ერთობლიობა, ჩემი აზრით, შექმნის იმის საკმარის წინაპირობას, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჩამოყალიბდეს საერთაშორისო წნეხის ის ეფექტური ზომები, რომელიც საბოლოო ჯამში მოიტანს რეალურ შედეგს.“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მე მინდა ორიოდე სიტყვით დავუბრუნდე მიმდინარე პროცესს. მსხვილი პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა, რა თქმა უნდა, სურათს ამძაფრებს, მაგრამ ჩვენი ბრძოლა პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული, ნებისმიერ შეთხვევაში, ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს ეს, არ უნდა გამოგვრჩეს პოლიტიკური დევნის არცერთი სუბიექტი და არცერთი ფაქტი, რომელსაც საქართველოში ექნება ადგილი. ზუსტად ისეთივე ყურადღებით უნდა მოვექცეთ, როგორც მოვექცევით მსხვილ პოლიტიკურ ფიგურებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს. ამ ფაქტების ერთობლიობა, ჩემი აზრით, შექმნის იმის საკმარის წინაპირობას, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჩამოყალიბდეს საერთაშორისო წნეხის ის ეფექტური ზომები, რომელიც საბოლოო ჯამში მოიტანს რეალურ შედეგს. ეს დროში საკმაოდ ხანგრძლივი ბრძოლაა და ჩვენ თითოეული ფაქტი, თითოეული შემთხვევა უნდა გამოვიყენოთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მხილებისთვის. გარდა ამისა, იმ ადამიანებს ზუსტად ისევე სჭირდებათ მხარდაჭერა, შეიძლება უფრო მეტადაც, როგორც ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ფიგურას. რაც შეეხება სააკაშვილის სასამართლოს, ნებისმიერ შემთხვევაში ბრალდებულის უფლებაა ესწრებოდეს, იმ სასამართლოს სხდომას, რომელიც მის საკითხს იხილავს და მითუმეტეს უნდა ესწრებოდეს მესამე პრეზიდენტი, იმიტომ რომ მისი პროცესის მიმართ არის საზოგადოების ძალიან მაღალი ინტერესი არამხოლოდ საქართველოში.“ – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ

banner
წინა სტატიაშიმომვარდნენ, დამაგდეს ძირს, შემომახიეს ტანსაცმელი, აქციის მონაწილეთა უდიდესი ძალისხმევით გადავურჩი დაკავებას – კობა ხაბაზი
შემდეგი სტატიაკუბილიუსი – ვფიქრობ, ქართველი ხალხი არჩევანის წინაშე დადგება, ან “ოცნება” ან ინტეგრაცია EU-სა და NATO-ში