“არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ეს ნაბიჯი იყო წინასაარჩევნო ფორმისთვის” – ბესელია ხიდაშელის გადაწყვეტილებაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით, კვლავ განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა, პრემიერიც, პარლამენტიც და პრეზიდენტიც.

ეკა ბესელიას თქმით, არ უნდა იქმნებოდეს შთაბეჭდილება, რომ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება.

„როდესაც პრემიერმინისტრი, მთავრობის მეთაური, როდესაც პარლამენტი და კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი სესიაშვილი, პრეზიდენტი – მთავარსარდალი, სამივე ამ პირმა გამოთქვა უკმაყოფილება. ეს ნიშნავს, რომ ის საუბრები, რაც იყო გადაწყვეტილების ამ ფორმით გამოცხადებისთვის, არ იყო საკმარისი. არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ეს ნაბიჯი ამ ფორმით გადადგმული, იყო წინასაარჩევნო ფორმისთვის,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

უშიშროების საბჭოს სხდომასთან ერთად, არ არის გამორიცხული თინა ხიდაშელის გადაწყვეტილება საპარლამენტო კომიტეტის ფორმატშიც განიხილონ. თავდაცვის მინისტრის ბრძანებულებაზე უმრავლესობაში ამბობენ, რომ ის შეთანხმებული უნდა ყოფილიყო.

 

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს – პრემიერი GFK-ს კვლევას ეხმაურება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება ძალიან ცივილიზებული გზით