მე ისეთი პედაგოგები მყავდა და მე ისეთი გაკვეთილები მიმიღია ჯერ სახლში და მერე სკოლაში, რომ ახლა, როცა ზოგიერთებს ვუსმენ, ისეთ რაღაცებს ამბობენ, ძალიან მენანება ეს ხალხი…
გული მტიკვა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ: ჩემო მასწავლებლებო, პედაგოგებო, თქვენზე არის ბევრი რამ დამოკიდებული, თქვენ ზრდით ახალგაზრდებს, მომავალ თაობას, არ უღალატოთ თქვენს მრწამს, არ უღალატოთ საქართველოს ისტორიას, საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლების იდეას, ევროპული მომავლის იდეას, თქვენ კიდევ ბევრი თაობა უნდა გაზარდოთ და არ მოხდეს ისე, რომ გარკვეული დროის შემდეგ, თქვენ ვერ შეძლოთ თვალებში ჩახედოთ ბავშვებს და ვერ შესძლოთ მათვის გაკვეთილების ჩატარება, ამ მდგომარეობამდე არ უნდა მიხვიდეთ, არ უნდა დაეხმაროთ ივანიშვილს ისტორიის გადაწერაში, კრემლის ოცნების აღსრულებაში!!!
დარწმუნებული ვარ, ყველა გასცემს პასუხს ბიძინა ივანიშვილს იმ შეურაცხყოფისთვის,რა შეურაცხყოფაც მიაყენა მან ქართულ საზოგადოებას და შესთავაზა თავისუფლების ნაცვლად მონობა.
ჩვენ ბიძინა ივანიშვილს ამ შეურაცხყოფას არ ვაპატიებთ, კრემლი არ იქნება საქართველოში. კრემლი საბოლოოდ დამთავრდება საქართველოში,-აცხადებს მიქაია “თაიმერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში კახა მიქაია.