“არ უყუროთ, ფუი ეშმაკს თქვით “რუსთავი 2-ს” რომ დაინახავთ”- დეკანოზი ილიას ქადაგება

დღეს ინტერნეტსივრცეში ეკლესიის მსახურის მორიგი ქადაგება გავრცელდა, სადაც მოძღვარი ტაძარში შეკრებილ მრევლს მოუწოდებს, რომ რუსთავი 2-ს ბოიკოტი გამოუცხადონ.

ამ ფორმით დეკანოზი მეუფე სპირიდონის დაცვას ცდილობს, რომელიც მისი განცხადებით ტელეკომპანიის მხრიდან ცილისწამების მსხვერპლია.

დეკანოზი ილია ტოქშოუ არჩევანის იმ ეთერს აკრიტიკებს, რომელშიც მეუფე სპირიდონის ყოფილ ეპარქიაში შექმნილ ვითარებასა და საპატრიარქოს დაფინანსებაზე იყო საუბარი.

საპატრიარქოს დაფინანსების თემაზე გამართულ დისკუსიაში მონაწილეობას არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა კომფესიის წარმომადგენლები და საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელიც იღებდნენ.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ისა და მისი რესპონდენტების მიმართ ქაგადებაში გამოთქმულ მოსაზრებებს სიძულვილისკენ მოწოდებად განიხილავს სამოქალაქო სექტორი.

ის პირები, რომლებიც ღიად საუბრობენ მეუფე სპირიდონის ეპარქიაში დაფინანსების გარეშე დარჩენილ გიმნაზიასა თუ საპატრიარქოს ბიუჯეტის არაგამჭვირვალე ხარჯვაზე, აცხადებენ, რომ ტელეკომპანიის მიერ მომზადებული სიუჟეტები და გადაცემაში დასმული კრიტიკული კითხვები ლეგიტიმური და ფაქტებით გამყარებული იყო.

საპატრიარქოს პოზიცია საჯაროდ დასმულ კითხვებთან და რუსთავი 2-ის ეთერში გასაჯაროებულ ფაქტებთან დაკავშირებით შესაძლოა ცნობილი სინოდის ხვალინდელი სხდომის შემდეგ გახდეს.

banner
წინა სტატიაში“პუტინი ძალიან პოპულარული გახდა”- რას აცხადებს გოგი თოფაძე რუსეთის პრეზიდენტზე?
შემდეგი სტატია“მე არ მახასიათებს გაბუტვები “- რომელი ყოფილი თავდაცვის მინისტრებისგან იღებს რჩევებს თინა ხიდაშელი?