„არ უკავშირდება საარჩევნო პროცესს“ – კანაფის კულტივაცია/ექსპორტის კანონპროექტის განხილვის გადადებას უმრავლესობის წევრები აფასებენ

კანაფის კულტივაცია/ექსპორტი – პარლამენტი კანონპროექტის განხილვას ორ თვეში განაახლებს, აღნიშნულს უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან. საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ ინიციატივის განხილვის ორ თვეში დაბრუნება არჩევნებს საერთოდ არ უკავშირდება:

„ეს ნამდვილად არ უკავშირდება საარჩევნო პროცესს იმიტომ, რომ თავი გამოვიძვრინოთ, არამედ უკავშირდება იმ ძალიან ცხელ პერიოდს, რომელიც ძალიან დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. ჩვენ პატივს ვცემთ და ჩვენთვის, ისევე, როგორც ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანია საპატრიარქოს პოზიცია და არავითარ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს, პირიქით, ჩვენ მოწოდებულები ვართ იმისკენ, რომ ის პოზიცია, რომელიც აქვს საპატრიარქოს, მაქსიმალურად მასთან დაახლოებული ვიყოთ ჩვენც და ჩვენი საზოგადოებაც,“- განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

ხელისუფლების ოპონენტების მოსაზრება, რომ არჩევნების წინ სენსიტიურ თემაზე მსჯელობა მმართველი გუნდის რეიტინგს ზიანს მიაყენებს:

„ოპოზიციას აქვს ერთი ორიენტირი – ეს არჩევნები და ყველაფერს უკავშირებს მაგ არჩევნებს. სინამდვილეში ნათქვამი გვქონდა, რომ გადავადდება, მოხდება მსჯელობა, ამას სჭირდება გარკვეული ვადები,“- განაცხადა ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : შემაკავებელი ორდერების გამოცემა, თვითონ მომართვიანობა პოლიციელებისადმი არის მნიშვნელოვნად გაზრდილი და მიუთითებს ნდობის გაზრდაზე
შემდეგი სტატია„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” უწყებათაშორის კომისიას პროტესტის ნიშნად ტოვებს