“არ უცემია, გრიპი ჰქონდა” – გარდაცვლილი 4 წლის გოგონას ოჯახის წევრი დედის მიერ შვილის მკვლელობას გამორიცხავს

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მამინაცვლის დედა, ბაბულია ძავაშვილი ირწმუნება, რომ ბავშვი გრიპის გართულების შედეგად გარდაიცვალა და არა დედის ცემის შედეგად.
“გრიპი ჰქონდა, ახველებდა… არ სცემდა, ხმაური რადგან გადიოდა მეზობლები ამბობენ, რომ სცემდა ბავშვებს. გუშინ დაბანა და დააწვინა, დღეს კი გარდაცვლილი ნახა. ჩემი შვილი და რძალი პოლიციაში იმყოფებიან”- აცხადებს გარდაცვლილის მამინაცვლის დედა.

შეგახსენებთ, რომ გოგონას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მეზობლები ჟურნალისტებთან ჰყვებიან, რომ დედა მცირეწლოვან შვილებს სასტიკად უსწორდებოდა. მათი თქმით, ბოლოს მოზარდი 1 კვირის წინ სცემეს, რა დროსაც ადგილზე პოლიცია იქნა გამოძახებული და შედგა შესაბამისი ოქმი

წყარო: NEW POSTS

banner
წინა სტატიაშიმეზობლების ინფორმაციით, გოგონას, რომელიც ნაძალადევის რაიონში გარდაიცვალა, დედა ხშირად სცემდა
შემდეგი სტატია4 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო