“არ სრულდება რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებები”

news
ავტ.: news აპრილი 29, 2016 11:15

“არ სრულდება რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებები”

მნიშვნელოვანი

  • კომიტეტის სხდომაზე ევროკავშირის და დელეგაციის წარმომადგენლებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთეს. ანგარიშს ასევე 13 სახელმწიფო შეუერთდა. დოკუმენტს შეერთებული შტატებიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა.

სხვა სტატიები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-13 კონსოლიდირებული ანგარიში – კონფლიქტი საქართველოში ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. დოკუმენტი 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

მასში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ მდგომარეობაზეცაა გამახვილებული ყურადღება.

კომიტეტის სხდომაზე ევროკავშირის და დელეგაციის წარმომადგენლებმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთეს. ანგარიშს ასევე 13 სახელმწიფო შეუერთდა. დოკუმენტს შეერთებული შტატებიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა.

„ამ რეპორტში ცალსახად ჩანს, რომ არ სრულდება რუსეთის მიერ ის ვალდებულებები, რომელიც ნაკისრი აქვს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით. ძალიან მძიმე მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევეა ე.წ. შეთანხმებები ინტეგრაციისა და პარტნიორობის შესახებ, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ზახგასმულია ის ვალდებულებები, რომელიც უნდა შესრულდეს – უსაფრთხო დაბრუნების შესაძლებლობა იძულებით გადააგილებული პირების. მივესალმებით ევროკავშირის განცხადებას, მათ ხაზი გაუსვეს, რომ რეფერენდუმი, რომელიც დაანონსდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების მხრიდან, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

news
ავტ.: news აპრილი 29, 2016 11:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,681
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics