”არ შევეგუებით ამ ქვეყანაში რუსულ ავტორიტარიზმს და რუსულ მმართველობას” – ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა და პლატფორმა “საქართველოს ევროპული ორბიტის” დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ ”ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, პროტესტი გაგრძელდეს იქამდე, სანამ შედეგს არ გამოიღებს.
ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ ჩვენ ვართ მართალი, ჩვენ ვართ სიმართლის მხარეს, სწორ მხარეს, დიდი უმრავლესობა ამ ქვეყნის და მთავარია ხელი არ ჩავიქნიოთ, მოვიკრიბოთ ძალები და ვიდგეთ იქ სადაც მნიშვნელოვანია, რომ ვიდგეთ გარეთ იმდენი ხანი, რამდენი ხანიც იქნება საჭირო და გავაპროტესტოთ, რომ ასეთი მოცემულობა ჩვენთვის მიუღებელია და ჩვენ არ შევეგუებით ამ ქვეყანაში რუსულ ავტორიტარიზმს და რუსულ მმართველობას”,- ამბობს ნინო ლომჯარია.