,, არ შეიძლება ზალიკო უდუმაშვილის პოზიორობას და მისი მერობისთვის „გაქაჩვას“, შეეწიროს თბილისის საკრებულო”

არ შეიძლება ზალიკო უდუმაშვილის პოზიორობას და მისი მერობისთვის გაქაჩვას, შეეწიროს თბილისის საკრებულო, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ჯაბა ჯიშკარიანმა საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომელიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

ჯიშკარიანმა ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა, „იმ საზოგადოებას მაინც სცენ პატივი, რომელიც ახლა სხდომას უყურებს“.

„მე ძალიან კარგად ვხედავდი და ეს ყველასთვის ნათელი იყო, რას ემსახურებოდა თითოეული თქვენგანის განცხადებები. არ შეიძლება ზალიკო უდუმაშვილის პოზიორობას და მისი მერობისთვის გაქაჩვას, ბოდიში ამ სიტყვისთვის, შეეწიროს თბილისის საკრებულო და ეს ინსტიტუტი“, – განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა, რომლის განცხადებასაც საკრებულოს ბიუროს სხდომაზე კვლავ ხმაური მოჰყვა.

მისივე თქმით, ოპოზიცია იმიტომ შევიდა სხდომათა დარბაზში, რომ ზუსტად 10 წუთში დარბაზი დატოვონ.

როგორც ჯიშკარიანმა აღნიშნა, მან გუშინ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ საზოგადოება საკრებულოში კიდევ ერთ შოუს იხილავდა.

„თქვენი მთავარი მიზანი ყოველთვის დესტრუქციაა. მე არასდროს მახსოვს, რომ თქვენ კარგი წინადადებით მოსულიყავით. არ მახსოვს თქვენგან წინადადება, თუ რა სჭირდება ჩვენს ქალაქს, როგორ უნდა ვემსახუროთ. ერთი ინიციატივა გამახსენეთ. თქვენ აკრიტიკებთ განვითარებას, თქვენ გინდათ უძრაობა და ვერ მოგართვით ეს ყველაფერი“, – მიმართა ჯიშკარიანმა ოპოზიციონერ დეპუტატებს. მან მიმართა ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები მათსავით არ „ჭყიპინებენ და არ კივიან“.

„ჩვენ თქვენ გეჯიბრებით საქმით“, – დასძინა ჯიშკარიანმა.

ჯაბა ჯიშკარიანის სიტყვით გამოსვლა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

banner
წინა სტატიაშიკახა კუკავა და დიმიტრი ლორთქიფანიძე გმობენ 1 ლარიან კორუფციას თვითმმართველობაში
შემდეგი სტატიასაკრებულომ 31 ხმით ბიძინა ივანიშვილს თავისუფლების მოედანზე მიწა გადასცა