არ შეიძლება, ვეტოზე პრეზიდენტის გადაწყვეტილება პოზიტიურად არ შევაფასო, მაგრამ მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს ყოველთვის, მათ შორის დეკემბერში, როდესაც უმძიმესი შეფასება მივიღეთ ვენეციის კომისიისგან – კორძაია

არ შეიძლება, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ვეტოზე პოზიტიურად არ შევაფასო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს ყოველთვის, მათ შორის დეკემბერში, როდესაც უმძიმესი შეფასება მივიღეთ ვენეციის კომისიისგან, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ სწორედ ასეთ კრიტიკულ მომენტში პრეზიდენტმა ყველაზე ცუდ კანონს დაადო ვეტო. მან იცის, რომ ამ ვეტოს პარლამენტი დაძლევს და ესეც თქვა. თუმცა ასევე კრიტიკულ კანონებს იღებდა პარლამენტი დეკემბერში, რომლის გამოც, ჩვენ უმძიმესი შეფასება მივიღეთ ვენეციის კომისიისგან, მაგრამ მაშინ პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ ვეტო რადგან დაიძლეოდა, არ იყო საჭირო ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. დღევანდელი გადაწყვეტილება ძალიან კარგია და არ შეიძლება, პოზიტიურად არ შევაფასო, მაგრამ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი როგორც ნომერ პირველი პოლიტიკოსი, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს ყოველთვის, მათ შორის დეკემბერშიც, როდესაც სასამართლო ხელისუფლება „ქართული ოცნება“ ჯიბეში უდებდა ივანიშვილს და ამის გამო ჩვენ მძიმე შეფასებები მივიღეთ“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

banner
წინა სტატიაშიუნდა შევასრულოთ დაპირებები და მკაფიო გზავნილი გადავცეთ, რომ დასავლეთ ბალკანეთის, ასევე უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია – პერესი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ეს დავიმსახურეთ და ქართველმა ხალხმა დაიმსახურა, რომ ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა – გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეს არის ისტორიული ჩანაწერი