“არ შეიძლება თავისუფალი მედიის დატერორება, ბიზნესის დატერორება საპრეზიდენტო არჩევნების წინ” – გრიგოლ ვაშაძე ვაშინგტონში კონგრესმენებს შეხვდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 26, 2018 10:47

“არ შეიძლება თავისუფალი მედიის დატერორება, ბიზნესის დატერორება საპრეზიდენტო არჩევნების წინ” – გრიგოლ ვაშაძე ვაშინგტონში კონგრესმენებს შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა, ბოლო პერიოდში მედიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იყო.

საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა არ დაირღვეს დემოკრატიის მთავარი პრინციპები და არ გადავადდეს ქვეყნის საგარეო გეგმები.

„არ შეიძლება „იბერიაში“ შევარდნა, არ შეიძლება „პალიტრა ნიუსში“ შევარდნა.

არ შეიძლება თავისუფალი მედიის დატერორება, ბიზნესის დატერორება საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ჩვენს რეპუტაციას უნდა გავუფრთხილდეთ. ეს არი არის ხელისუფლებისა და არც ოპოზიციის საქმე ეს არის მთლიანად საზოგადოების საქმე. ჩვენ თუ არ გვექნა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი დემოკრატია ყველა ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზანი გადავადდება და გახდება კიდევ უფრო შორეული პერსპექტივა, ეს რა თქმა უნდა საქართველოს არცერთ მოქალაქეს არ უნდა“-ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

ვაშინგტონში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი მოლაპარაკებებს განაგრძობს. გრიგოლ ვაშაძე ლევან ვარშალომიძესთან ერთად ერთად ნიუ-იოკრში ჩასვლას და ქართულ დიასპორასთან შეხვედრას გამართავს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 26, 2018 10:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,285
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics