27.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

“არ შეიძლება რუსთაველი დავთმოთ, 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს” — სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, რუსთაველის გამზირზე მასშტაბურად გამოვიდნენ და აცხადებს, რომ თავადაც იქ იქნება. ფეისბუქლაივში მოქალაქეების კითხვებზე პასუხისას ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „რუსული რეჟიმის ხელში“ მყოფ ქვეყანაში პროტესტის გაჩერება არ შეიძლება და 26 მაისი უნდა გახდეს საზოგადოების ერთობლივი პასუხი, რომ საქართველო საკუთარ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას მუდამ დაიცავს.

“როდესაც ჩვენ რუსული რეჟიმის ხელში ვართ, არ შეიძლება ამ თარიღებზე არ გამოვიდეთ. თუ ვინმეს აქვს საშუალება იმდენი ხალხი გამოიყვანოს, როგორიც გამოდიოდა, უნდა გამოეყვანა და გამოიყვანოს. არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს. მე სიტყვით გამოვალ თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა. პირველ რიგში, მე ჩვეულებრივ გამოვალ რუსთაველზე, რადგან არ შეიძლება რუსთაველი დავთმოთ და არ ვიყო იქ, სადაც ყოველ წელს დავდიოდი და ხალხთან ფოტოებს ვიღებდი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსთაველზე ჩამოვიარო. ასევე საღამოს ვიქნები იქ, სადაც ყველა იქნება. ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ 26 მაისი იყოს ჩვენი ყველას ერთად ნათქვამი სიტყვა, რომ ჩვენ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას ვიცავთ და დავიცავთ მუდამ”,_  თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ლაივში.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
შემდეგი სტატია“ევროპიდან იმპულსები მოდის, რომ “ოცნების” საქმე კიდევ უფრო გაუარესდება”- რევაზ აფხაზავა