არ შეიძლება, რომ მოსახლეობას საკუთარი მთავრობა განზრახ ატყუებდეს და აბუჩად იგდებდეს – ცუცქირიძე

“არ შეიძლება, რომ მოსახლეობას საკუთარი მთავრობა განზრახ ატყუებდეს და აბუჩად იგდებდეს” – ამის შესახებ განცხადება კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ “საჯარო პოლიტიკის” ეთერში განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ “ივანიშვილის ხელისუფლებას საზოგადოებაში გამოსაყოფი თავიც კი აღარ დარჩა”.

საკუთარ მოსახლეობას არ შეიძლება, რომ საკუთარი მთავრობა განზრახ ატყუებდეს, ასე აბუჩად იგდებდეს. ადამიანებს როდესაც ვახსენებთ, თუ რას ჰპირდებოდა მათ ბიძინა ივანიშვილი, ეს ხალხი ბრაზდება, როდესაც ახსენდებათ ცინიკური დაპირებები. ამაზე ადამიანები ძალიან ბრაზდებიან რომ ახსენდებათ, რომ როგორ გვიბედავდა ეს ხალხი. “ოცნების” პლაკატებზე ადამიანთა სახეები არ ჩანს. მათ საზოგადოებაში გამოსაყოფი თავი აღარ აქვთ. პლაკატებზეც კი ვეღარ ბეჭდავენ და გაუგებარი ლოგოები აქვთ გაუგებარი შინაარსის ლოზუნგებით”, – ამბობს ლევან ცუცქირიძე.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი რომ ლაშა ბაქრაძეს გაათავისუფლებს სამსახურიდან, ეს ამ ქვეყნის ცინიზმია – ვაშაძე
შემდეგი სტატიაწულუკიანი: ბაქრაძის განცხადებებმა და ქცევებმა ეჭვქვეშ დააყენა სამინისტროს რეპუტაციაც