არ შეიძლება როგორც ექცევიან პრეზიდენტს – ბათუმის მერიის თანამშრომელმა თანამდებობა დატოვა

ბათუმის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების მონიტორინგის განყოფილების უფროსმა, როსტომ ძნელაძემ თანამდებობა დატოვა. ძნელაძე წერს, რომ თანამდებობის დატოვების მოტივი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების ქცევაა.

“ცნობისთვის ჩემი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2 000 ლარი იყო, 40-ჯერ მეტი ვიდრე ერთი ნაყიდი საარჩევნო ხმა( არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიის მიერ), და თუ წლიურ ჭრილში გადავიყვანთ 480 – ჯერ მეტი. ასე რომ დაფიქრდით, ფულს ყოველთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

წასვლის მოტივი? არ შეიძლება ის, როგორც ექცევიან პრეზიდენტს, რომელმაც ქვეყანა ამოიყვანა რუსული ჩეჩმიდან და მისცა განვითარების რეალური შესაძლებლობა. ეს უბრალოდ სამარცხვინოა! სხვა სისტემურ პრობლემებზე საუბარი არც ღირს, როცა საქმე უპირველესად ეხება ქვეყნის იმიჯსა და რეპუტაციას”. – წერს როსტომ ძნელაძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიჩარკვიანი – „ჩრდილოვანი კაბინეტი“, როდის გამოხვალთ ჩრდილიდან, როდის მორჩება „სახალხო სეირნობა“
შემდეგი სტატიასერგეენკო – მკურნალ და პირად ექიმთან შეთანხმებით,​ დავასაბუთეთ ხუთი ექიმის კონსულტაციის აუცილებლობა, რომლებიც სააკაშვილის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის გეგმას გაწერენ