“არ შეიძლება მოსამართლეს უწოდო მექრთამე…” – ლევან მურუსიძე

როგორ შეიძლება ქვეყანაში ჩამოყალიბდეს სასამართლოს კარგი იმიჯი, როდესაც ყველა ცდილობს, რაღაც მიზნების გამო, ტალახი ესროლოს კონკრეტულ მოსამართლეს, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მართლმსაჯულების სტრატეგიის დოკუმენტის განხილვისას განაცხადა.

„მინდა ყველას, არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება, თუ პოლიტიკოსი იქნება, ვინც გულწრფელად არის დაინტერესებული, რომ სასამართლო სისტემაში განხორციელდეს ცვლილებები, მობრძანდით, შევხვდეთ, დავილაპარაკოთ. იმის თქმა, რომ სასამართლოში რაღაც ხდება არასწორია. შეხვდეთ, ვისაუბროთ, ჩამოვყალიბდეთ, მივიღოთ ერთიანი პოზიცია, ეს არ არის მარტი ჩვენთვის, მოსამართლეებისთვის მნიშვნელოვანი, ეს მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის და ურთიერთპატივისცემის ფორმატში გავაგრძელოთ ურთიერთობა. ჩემთვის მტკივნეულია, როდესაც გამოდიან და მოსამართლეებს ისეთ რაღაცეებს აბრალებენ, რაც არ არის ბუნებაში. არ შეიძლება მოსამართლეს უწოდო მექრთამე, როდესაც მტკიცებულებები არ არსებობს, ეს აზიანებს სასამართლოს იმიჯს“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ნებისმიერი ადამიანი სასამართლოს პრესტიჟს გაუფრთხილდეს.

„როდესაც საუბარია სასამართლოზე, პოლიტიკოსების სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც პოლიტიკოსები გამოდიან და შეურაცხყოფას აყენებენ მოსამართლეებს, ამას უსმენს ხალხი. როგორ შეიძლება ქვეყანაში ჩამოყალიბდეს სასამართლოს კარგი იმიჯი, როდესაც ყველა ცდილობს რაღაც მიზნების გამო, ტალახი ესროლოს კონკრეტულ მოსამართლეს, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ყველამ უნდა ვიზრუნოთ ამ თემაზე. მე არასოდეს არავისთვის პიროვნული შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. რეალურად ყოველთვის ვცდილობ, რომ კორექტულობა გამოვიჩინო“, – განაცხდა ლევან მურუსიძემ.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკოსთა რეიტინგში გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს გენერალურ მდივანს ნატო-ს 68 წლისთავს ულოცავს