ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა წერს, რომ არ შეიძლება ლიდერს ერთი რამის სჯეროდეს დღეს და ხვალ – სრულიად საპირისპიროსი. მისი თქმით, რჩეული ცდება კიდეც, მაგრამ მის შეცდომას მაღალი ფასი აქვს:
“ლიდერი უნდა ამბობდე და აკეთებდე იმას, რისიც გჯერა და გჯეროდეს იმის, რასაც ამბობ და აკეთებ. მხოლოდ ასეთები ხდებიან ხალხის რჩეული ლიდერები, მხოლოდ ასეთებს შეუძლიათ დაარწმუნონ ადამიანები გაჰყვნენ ბრძოლაში.
ლიდერები შეიძლება ცდებოდნენ, მაგრამ რჩეულებს ხალხი ყველაზე ნაკლებად პატიობს შეცდომებს. ამიტომ აქვს ნამდვილი ლიდერის შეცდომას ძალიან მაღალი ფასი. ერთი სიტყვით, არ შეიძლება გუშინ ერთი რამის გჯეროდეს და ხვალ სრულიად საწინააღმდეგოსი.
მოცემულობის შესაბამისად შეიძლება შიცვალოს ლიდერის ბრძოლის ტაქტიკაც და გნებავთ სტრატეგიაც, მაგრამ არ შეიძლება იცვლებოდეს მიზანი და ამ მიზნისადმი დამოკიდებულება.
სულ ეს არის დღევანდელი ჩვენი პრობლემა. მე მაინც მივალ რუსთაველის გამზირზე ყოველ ჯერზე, რადგან მჯერა რომ + 1 თავი , ესეც საქმეა”, – წერს ლელა ჯეჯელავა.