“არ შეიძლება ლანძღავდეს მეფეებს” – კობახიძე ბერძენიშვილის თავდასხმაზე

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის მორიგ შემთხვევაზე საუბრის დროს აცხადებს, რომ ძალადობა მიუღებელია. მან კომენტარის ძირითადი ნაწილი დაუთმო იმის ახსნას, როგორ უპირისპირდება ის “ქართულ იდენტობას”.

“თუ საქმე გვაქვს ძალადობასთან, ძალადობა არის მიუღებელი. ერთი რამ მინდა გავიმეორო, არიან საქართველოში ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ პოლარიზაციისთვის, რადიკალიზმის გაღვივებისთვის, აგრესიის დათესვისთვის და პირდაპირ უპირისპირდებიან იმ ყველაფერს, რაც უკავშირდება ჩვენს იდენტობას – პირდაპირ ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, ჩართული არიან მიუღებელ აგიტაციაში, ებრძვიან ჩვენს 250 წლის წინ გარდაცვლილ მეფეებს, გმირ მეფეებს.

არ შეიძლება ასე საზოგადოებაში შუღლის გაღვივება, ეს არ არის სწორი. რა თქმა უნდა, ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ ყველას უნდა მოვუწოდოთ ნუ შეუწყობენ ხელს საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას. არ შეიძლება ადამიანი, თუ არ ვცდები პროფესორის სტატუსით სარგებლობს, გამოდიოდეს და ლანძღავდეს ჩვენს გმირ მეფეებს”, – თქვა მან ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ საუბრის დროს.

banner
წინა სტატიაშიმელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით უკრაინის წინსვლა გრძელდება – გენშტაბი
შემდეგი სტატიაკობახიძე: “გვარამიამ გაძარცვა “რ2″, ამ დანაშაულზე პასუხისმგებლები არიან მარგველაშვილი, ნანუაშვილი, მათი უცხოელი პატრონებიც”