არ შეიძლება, კორონავირუსს ხელისუფლება “კომენდანტის საათით” და წყლის ჭავლით ებრძოდეს: ნადირაშვილი

“ევროპული საქართველოს” ერთიერთი წევრი ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ შემოღებული შეზღუდვები აქციის მონაწილეებში პროტესტს ვერ ჩააქრობს.

“მე დავინახე, რომ მათ თავისი ხალხი სძულთ, სხვანაირად წარმოუდგენელია, ნოემბრის თვეში წყლის ჭავლი მიუშვა ადამიანებს, აი, ასეთ ვითარებაში, როცა პანდემია თითქმის პიკშია. დანარჩენი, ყველაფერი, როცა საუბრობენ, რომ ცდილობენ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას, გუშინ იმ წყლის ჭავლმა დაგვანახა, რომგორი ფარისევლები არიან, საერთოდ არავის ჯანმრთელობა არ აინტერესებთ. ეს კოვიდიც აინტერესებთ იმდენად, რამდენადაც მათზე შეუძლიათ თავიანთი პოლიტიკური განცხადებები ააგონ” – თქვა ირმა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პირებისთვის ბრალის წარდგენის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიათავისუფლების ინსტიტუტი: მზად ვართ სამართლებრივი დახმარება გავუწიოთ აქციაზე დაშავებულებს