“არ შეგრჩებათ”: ხმაური ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება ბრალდების მხარის რეპლიკას მოჰყვა, რომელსაც პროკურატურამ ლელოს ლიდერები, ფულის გათეთრებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. მამუკა ხაზარაძემ გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს მიმართა და კვალიფიციური პროკურორების დანიშვნა სთხოვა.

“მივმართე გენერალურ პროკურორს, რადგან ამ არაკომპეტენტურობის მოსმენა არის შეუძლებელი. პროკურორები რომლებსაც ეს საქმე მიჰყავთ, მათი ცოდნა საბანკო-საფინანსო საქმეში არის “პლინტუსის” დონეზე. ორიწლისთავზე აღმოჩნდა, რომ ამ სამმა პროკურორმა არაფერი არ იცის ფინანსურ ნაწილთან დაკავშირებით და ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ, რომ მათ ვასწავლოთ, ძალიან გთხოვთ, ბატონო შოთაძე, რომ ცოტა კვალიფიციური პროკურორები გამოაგზავნოთ”,- თქვა მამუკა ხაზარაძემ

წინა სტატიაშიკირკიტაძე ბუჩუკურს დაუპირისპირდა: ივანიშვილის სათადარიგო პროექტი ხართ
შემდეგი სტატიავერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელია დაკრძალეს