არ შეეხოს ამნისტია 20 ივნისის ჯალათებს – აქცია ამერიკის საელჩოსთან

“არა 20 ივნისის ამნისტიას” – ამერიკის საელჩოსთან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები იმ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან, რომელის მიხედვითაც ამნისტია “გავრილოვის ღამის” ყველა მონაწილეზე, მათ შორის იმ პოლიციელებზეც გავრცელდება, რომლებიც უფლებამოსილების გადამეტებისთვის არიან ბრალდებულები.

მოძრაობა “სექტორი სამის” წარმომადგენლებმა სპეციალური წერილიც დაწერეს და აპირებენ, რომ ელჩ კელი დეგნანს ოფიციალურად მიმართონ.

“გვინდა მივმართოთ ელჩს, რომ გამოიყენოს თავისი დიპლომატიური ბერკეტები, პლატფორმები იმისთვის, რომ მოახდინოს ერთგვარი ზეგავლენა მოქმედ ხელისუფლებაზე, რომ თუკი ასეთი ამნისტია იქნება მიღებული ის მოექცეს კონვენციის ფარგლებში, ანუ არ მოხდეს ჯალათების გათავისუფლება”, – თქვა “სექტორი სამის” წარმომადგენელმა, ირაკლი კიკიანმა.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – ვირუსის დამარცხების გზა გადის მხოლოდ პრევენციულ ღონისძიებებსა და ვაქცინაციაზე
შემდეგი სტატიასუს-ის ანგარიშის თანახმად, ქვეყნის მთავარ გამოწვევად კვლავ რუსული ოკუპაცია რჩება