პოლტავაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ბაიდენი კიევს საჰაერო თავდაცვის ახალ სისტემებს დაჰპირდა. ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის იერიში, რომელსაც 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ პუტინი ომის დამნაშავეა.
არ შეცდეთ: რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს, უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს”, – აცხადებს ბაიდენი და ომში მყოფ ქვეყნას ახალ სამხედრო დახმარებას ჰპირდება.