“არ მოსწონთ არც ერთი პოლიტიკური პარტია, არ იციან ვის მისცენ ხმა” – NDI

NDI დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს გამოაქვეყნებს. წარმოდგენილი იქნება შეფასებები ქვეყნის კურსთან დაკავშირებით, სახელისუფლებო ინსტიტუტების და სასამართლოების საქმიანობაზე.

საზოგადოება გაიგებს თუ როგორ აფასებს ხალხი მიმდინარე მოვლენებს და როგორია მოსახლეობის განწყობა პოლიტიკური პარტიებისა და მათი ლიდერების მიმართ. ასევე სწორად ვითარდება თუ არა მათი აზრით ქვეყანა. NDI-ში უარყოფით ტენდენციებზეც საუბრობენ.

“მოსახლეობას ვკითხეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ. თუ როგორია მათი აღქმა ხელისუფლების სხვადასხვა უწყებების საქმიანობის – ისეთების როგორიცაა პარლამენტი, სასამართლოები, მთავრობის სხვადასხვა განშტოება და პრეზიდენტის ოფისი. ბოლო კვლევის შედეგად მივიღეთ ახალი ინფორმაცია, თუმცა არსებობს ასევე გარკვეული ტენდენციები, რომელიც დროთა განმავლობაში უარესდება. კერძოდ ის, რომ ხალხი არ არის განსაკუთრებულად კმაყოფილი პოლიტიკური საქმიანობით. მათ სინამდვილეში არ მოსწონთ არც ერთი პოლიტიკური პარტია, არ იციან ვის მისცენ ხმა. მოსახლეობაში კვლავ არსებობს აპათიისა და პოლიტიკური უსახლკარობის შეგრძნება. ეს ძალზე შემაშფოთებელია და როგორც ჩანს ეს ტენდენცია უარყოფითი მიმართულების ვითარდება,”-განაცხადა ლორა თორნტონმა.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ უნდა გავაერთიანოთ პოზიციები საქართველოსა და უკრაინის ევროინტეგრაციასთან და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით”
შემდეგი სტატიაNDI – გამოკითხულთა 56 პროცენტი საქართველოს მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს