არ მჯერა მსოფლიოსი მას შემდეგ, რაც ვნახეთ, რა ხდება უკრაინაში – ზელენსკი

​უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში ომის შემდეგ, უჭირს ზოგიერთ ქვეყანას ან ლიდერს დაუჯეროს. ამის შესახებ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.

“მე არ მჯერა მსოფლიოსი მას შემდეგ, რაც ვნახეთ რა ხდება უკრაინაში. მე ვგულისხმობ, რომ არ მჯერა ზოგიერთ ქვეყნის, ან ზოგიერთი ლიდერი განცხადების გულწრფელობის. ჩვენ არ გვჯერა სიტყვების. რუსეთის ესკალაციის შემდეგ, ჩვენ არ გვჯერა ჩვენი მეზობლების. არ გვჯერა ამ ყველაფრის”,-თქვა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ აღარ სჯერა უსაფრთხოების გარანტიის დოკუმენტებისა და საერთაშორისო სამართლის: “არც დოკუმენტების მჯერა, რადგან ჩვენ ბუდაპეშტის მემორანდუმიც გვაქვს – ვფიქრობ, თქვენ იცით ყველა დეტალი. ჩემთვის, ეს მხოლოდ ქაღალდის ნაგლეჯია, რომელიც არაფრად ღირს”.

ზელენსკის თქმითვე, მას მხოლოდ პრაქტიკული, ხელშესახები დახმარებისა და უკრაინელი ხალხის იმედი აქვს.

“ერთადერთი რისიც გვჯერა, ჩვენი ხალხია, ჩვენი შეიარაღებული ძალების რწმენა და რწმენა იმისა, რომ, ქვეყნები მხარს დაგვიჭერენ, არა მხოლოდ სიტყვებით, მოქმედებითაც”,-თქვა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიდღეს მსოფლიოში უკრაინა სადიზმთან, ბოროტებასთან, სისასტიკესთან ბრძოლის სიმბოლო გახდა – მელია
შემდეგი სტატიაუკრაინა აღმოსავლეთში ტერიტორიებს არ დათმობს – ზელენსკი