“არ მივიღებთ ხელისუფლების დისკრიმინაციულ პოზიციას”

რელიგიური გაერთიანებები ვიცეპრემიერის, მაია ცქიტიშვილის განმარტებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. განცხადების მიხედვით, ისინი შეშფოთებული არიან ცქიტიშვილის სიტყვებით და ხელისუფლების დისკრიმინაციულ პოზიციას არ მიიღებენ.

“უმეტესობა მართლმადიდებელია და 6 იანვრის ღამეს შეზღუდვა ამიტომ მოვხსენით”. – ასე განმარტა ვიცეპრემიერმა

ცქიტიშვილმა მთავრობის მიერ მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის დღესასწაულზე გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა.

რელიგიური გაერთიანებების გაცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ხელმომწერი რელიგიური გაერთიანებები შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის ვიცეპერემიერის, მაია ცქიტიშვლის მიერ გამოთქმული პოზიციის გამო. ქალბატონმა მაიამ, მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, განაცხადა, რომ 6-7 იანვარს შობის აღნიშნვის მიზნით დაშვებული იქნება გამონიკლისი, ხოლო არგუმენტად დაასახელა გარემოება, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებლია და უქმე დღეების უმრაველსობაც მართლმადიდებლური შინაარსისაა.

პანედამისათან ბრძოლის დაწყებისას, 2020 წლის 14 აპრილს, საერთო შეშფოთება გამოიწვია საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას კომენტარმა, რომლის თანახმად, საგანგებო სიტუაციის დროს, დომინანტური რელიგიური გაერთიანებისთვის გათვალისწინებული განსხვავებული რეჟიმი საქართველოს სახელწმიფოს კონფესიურ ხასიათს ეფუძნება, მისი თქმით, იმას „რომ ჩვენ მართლმაიდიდებლური სახელმწიფო ვართ”.

banner
წინა სტატიაშისაჯარო სექტორის ხელფასები 60 მილიონით იზრდება
შემდეგი სტატია“კორონავირუსით 19 წლის პაციენტის გარდაცვალების საქმეს სპეციალური ჯგუფი შეისწავლის”