არ მივიღებთ კანდიდატის სტატუსის სუროგატულ ვერსიას ან ალტერნატივას, როგორი ვარდისფერიც არ უნდა იყოს ისინი – ჩვენ უბრალო, მოკრძალებული ხალხი ვართ და არ გვჭირდება რაიმე განსაკუთრებულის მოფიქრება – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს იმსახურებს და ის ამ სტატუსის ალტერნატივას არ მიიღებს.

„კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ, უკრაინა, არ მივიღებთ კანდიდატის სტატუსის სუროგატულ ვერსიას ან ალტერნატივას ევროკავშირის წევრობისთვის, როგორი ვარდისფერიც არ უნდა იყოს ისინი. ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი – არა კანდიდატის კანდიდატის, არა პოტენციური კანდიდატის ან სხვა სუროგატი. ჩვენ უბრალო, მოკრძალებული ხალხი ვართ, რომლებსაც დაკმაყოფილდებიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ჩვეული სტანდარტული სტატუსით, არ გვჭირდება რაიმე განსაკუთრებულის მოფიქრება“, – განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, უკრაინა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და აკმაყოფილებდა მისი მოპოვებისთვის საჭირო კრიტერიუმებს.

banner
წინა სტატიაშიარმაზ ახვლედიანი საპარლამენტო უმრავლესობას: არ გაგაჩნიათ საკმარისი პოლიტიკური ნება, რომ საქართველოში დაიწყოს დემოკრატიული რეფორმები
შემდეგი სტატიაანა წითლიძე – საქართველოს პარლამენტი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების ყველაზე მწვავე პროტესტის ეშინია, ვერასოდეს ვერ იქნება ეფექტური და ხალხის ინტერსების დამცველი