„არ მივცემთ მეტ ფულს უკრაინას, ვიდრე არ გვეტყვიან, სად წავიდა ადრე გაცემული 70 მილიარდი ევრო“, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ორბანის თქმით, გაბატონებული აზრი იმის შესახებ, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს უნდა მიეცეს ფული საბრძოლველად, რათა რუსები დაამარცხონ – შეცდომაა.
„ევროკავშირის ბიუჯეტში ფული არ არის. 2-3 წლის შემდეგ ევროკავშირი ფინანსური გაკოტრების ზღვარზე მივიდა. უკრაინამ წელიწად-ნახევარში მიიღო 70 მილიარდი ევრო, ესეც დიდი პრობლემაა და ახლა კიდევ 50 მილიარდი გადაეცემა ომში მყოფ ქვეყანას. არ მივცემთ მეტ ფულს უკრაინას, ვიდრე არ გვეტყვიან, სად წავიდა ადრე გაცემული 70 მილიარდი ევრო. გავიდა წელიწად-ნახევარი, შედეგი არის ნულოვანი.
ჩვენ რუსეთი ვერ დავამარცხეთ, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ადგილზეა, რუსეთის ეკონომიკა ძალიან კარგად მუშაობს ამის წყალობით. შედარებით მაღალი ინფლაცია გვაწუხებს, ფული აღარ გვაქვს უკრაინელების მხარდასაჭერად. ევროკავშირმა მიაღწია თავისი შესაძლებლობების ლიმიტს. ევროკავშირის ბიუჯეტში ფული არ არის. სად წავიდა ფული? ვფიქრობთ, პასუხი ვიცით, ის სადღაც უკრაინაშია. სად არის უნგრელების ფული? სად არის პოლონელების ფული? უკრაინაში. მათ გასცეს ის ომისთვის, რომელიც არ უნდა მომხდარიყო“, – აცხადებს უნგრეთის პრემიერი.