,,არ მივცემ, რუსთავი 2-ს იმის შესაძლებლობას, რომ მოსახლეობა შეიყვანოს შეცდომაში”-კალაძე

ნამდვილად არ მივცემ პარტიულ ტელევიზიას რუსთავი 2-ს იმის შესაძლებლობას, რომ მოქალაქეები შეიყვანონ შეცდომაში – ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ თავისუფლების მოედნიდან, საახალწლო ნაძვის ხის ფონზე, ფეისბუქ ლაივის დროს გააკეთა. კალაძემ ნაძვის ხის განათებასთან დაკავშრებით გამოთქმულ ბრალდბებს, რომ ნაძვის ხე საარჩევნო სლოგანით და ქართული ოცნების ფერებშია განათებული, ტყუილი უწოდა და განაცხადა, რომ ნაციონალურ მოძრაობა ცდილობს “სისულეები მოიგონოს ახალ წელთან” დაკავშირებით.
“მადლობა ღმერთს, რომ დასრულდა ის დრო, როდესაც მათ ყველაფერი პრივატიზებული ჰქონდათ, და ჯიბეში ედოთ ტელევიზიები, ერთი ადამიანის ჯიბეში იდო. დღეს არის უამრავი შესაძლებლობა, არის უამრავი დამოუკიდებელი ტელევიზია, და რაც მთავარია არის ფეისბუქი, რომლითაც არის შესაძლებელი სიმართლე, ყველა ინფორმაცია მიაწოდო მოსახლეობას” განაცხადა კალაძემ თავისუფლების მოედნიდან ფეისბუქ ლაივში.
თავისუფლების მოედნამდე კი კალაძე რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც პარლამენტის შენობის წინ მთავარი ნაძვის ხის განათების სამუშაოები მიმდინარეობს. მისი თქმით, მოსახლეობა “პარტიულმა ტელევიზიამ” შეცდომაში შიყვანა, როდესაც ქვეყნის მთავარ ნაძვის ხედ სწორედ თავისუფლების მოედანზე არსებული ნაძვის ხე მოიხსენია. კალაძის განცხადებით, მთავარი ნაძვის ხე სწორედ პარლამენტის წინ მონტაჟდება. რუსთაველის გამზირიდან კი დედაქალაქის მერი თავისუფლების მოედნამდე საკუთარი მინი კუპერით მივიდა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის ახალ ადვოკატს გირგვლიანის საქმის მასალების გასაცნობად 9 დღე აქვს
შემდეგი სტატიათაღლითობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს