არ მივცემ მას შანსს, რომ მე ციხეში მასზე ადრე შევიდე – ხაზარაძე ივანიშვილზე

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის პროცესი უნდა გაიმართოს. “ლელოს” ლიდერი ამბობს, რომ უკვე 4 წელია, ბიძინა ივანიშვილი მის დაჭერას ცდილობს და აქამდე ვერ შეძლო, ამიტომ არც ახლა მიცემს შანსს, რომ მასზე ადრე თვითონ შევიდეს ციხეში.

„ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას. არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ ბიძინა ივანიშვილს იმის შანსს, რომ მე ციხეში შევიდე. ივანიშვილი არის რუსული ძალა და მას გადაწყვეტილი აქვს ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაჭერა. ბრძოლა გრძელდება. მინდა ყველას მოვუწოდო პროტესტის ყველა ფრონტზე გაგრძელებისკენ. უკვე 4 წელია, რაც ჩემს დაჭერას და 9 წლით დაპატიმრებას ცდილობენ. მათ ეს არ გამოუვიდათ რადგან ჩვენ ვიბრძოლეთ. ჩვენ მურუსიძის და ბიძინას რუსულ სასამართლოში დაამტკიცეთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, – განაცხადა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა ოკუპანტთა 30 რაკეტა და 300-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს
შემდეგი სტატიარელიგიის სააგენტო მუსლიმებს ყურბან-ბაირამს ულოცავს