“არ მინდა სიკვდილი ციხეში” – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ზაქრო ალთუნაშვილი

“გთხოვთ გამოიჩინოთ ჰუმანურობა, არ მინდა სიკვდილი ციხეში” – ამის შესახებ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა, ზაქრო ალთუნაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ბატონო მოსამართლე გულით ავადმყოფი ვარ შუნტირება მაქვს გაკეთებული და წამლებს საკუთარი სახსრებით მაიძულებენ რომ ვიყიდო, ეს შეიძლება?

მე სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდი, ჩემი სამსახური რუსთაველის 37 ნომერში მდებარეობს, ორი სმენა ვიმუშავე, იმ დღესაც ხალხთან ერთად ვიყავი და არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. თავს დამნაშავედ არ ვცნობ. მე მაინც მგონია ვინმე გონიერი მოვა ერთ დღეს და მადლობას მეტყვის, რომ ჩემი იოტისოდენა წვლილი შევიტანე, რომ იქ იმ დღეს სისხლის ღვრა არ ყოფილიყო.

სამსახური დავკარგე, პენსია დავკარგე, ოჯახი ულუკმაპუროდ დავტოვე, გთხოვთ გამოიჩინოთ ჰუმანურობა, მე არ მინდა სიკვდილი ციხეში, მინდა სამართლიანობამ იზეიმოს და ყველა გაათავისუფლოთ,” – თქვა ზაქრო ალთუნაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიიტანე შეკვეთა უფასოდ – Black Friday-ის შეთავაზება ბიზნესებს QuickShipper-ისა და საქართველოს ბანკისგან
შემდეგი სტატია“ვინც იბრძვის, ჯერ არ დამარცხებულა დამარცხდა ის, ვინც ჩვენ გვებრძვის” – ალექსანდრე ჩილაჩავა