ვიდეოზე, სადაც ასახულია, თუ როგორ სცემს კადიროვის შვილი ადამ კადიროვი ყურანის დაწვისთვის დაკავებულ ჟურაველს, პესკოვმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
პუტინის პრესმდივნამა კომეტარის გაკეტება არ ისურვა.
„არ მინდა,“ – ასე უპასუხა ჟურნალისტს პუტინის პრესმდივნამა.
შეგასენებთ: რამზან კადიროვმა თავისი შვილის მიერ ნიკიტა ჟურაველის ცემის კადრები გამოაქვეყნა. ჟურაველმა ყურანი დემონსტრაციულად დაწვა, რის გამოც მას რამზან კადიროვის შვილი ადამ კადიროვი ფიზიკურად გაუსწორდა.
ამ დროისთვის ნიკიტა ჟურაველი სასჯელს იხდის. რამზან კადიროვის თქმით, რუსეთში პუტინის მიერ მიღებული კანონი მოქმედებს, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი წმინდა წიგნის დაწვა დასჯადია.
📷
„არ მინდა“ – პესკოვი კადიროვის შვილის მიერ პატიმრის ცემაზე კომენტარს არ აკეთებს pic.twitter.com/7FbsQNyad7— timer.ge (@timerge) September 26, 2023