“არ მინდა ილუზიით გამოგკვებოთ, თითქოს, ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის გადმოცემა მოხდება”

ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები არის ძალის დემონსტრირება და შანტაჟი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ ქართული მხარის მხრიდან იყო შეთავაზება, რომ გიგა ოთხოზორია მკვლელობაში ბრალდებულის გადმოცემა მომხდარიყო.

მისი თქმით, 25 წლის მანძილზე, პირველი შემთხვევაა, როდესაც ოკიპრებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

“აშკარაა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. გუშინ ჩატარდა საკმაოდ სასარგებლო შეხვედრა. საკმაოდ ხანგრძლივი, ოთხსაათიანი შეხვედრა გაიმართა გალში. ქართულმა მხარემ შეხვედრის ფარგლებში გადასცა დამატებითი ინფორმაცია, რაც გამოძიებას გამოადგება და ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ნელა – თუმცა გამოძიების პროცესი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, არავითარი ნიშნები არ ჩანს, რომ გამოძიება შეიძლება, შეჩერდეს, ან შეფერხდეს, ან დაიფაროს. გიგა ოთხოზორიას მკვლელს მისჯილი აქვს შინაპატიმრობა”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, 25 წლის განამვლობაში, პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილია დაკავებული.

“ამიტომ, ჩვენი მხრიდან ბუნებრივია, არის მოწოდება, რომ მოხდეს გადმოცემა. მეორეს მხრივ, მე როგორც ამ სფეროში ჩახედულ ადამიანს, არ მაქვს დიდი ილუზიები და არც თქვენ არ მინდა გამოგკვებოთ დიდი ილუზიებით, რომ თითქოს და ეს შეიძლება, მოხდეს. ჩვენი მხრიდან იყო ეს შეთვაზება, და წინადადება, მაგრამ ასევე როგორც ჩემთვის არის მკაფიოდ ცნობილი, აფხაზური მხრიდანაც იყო პასუხი, რომ ეს გამორიცხულია და ისინი აპირებენ, თავად განახორციელონ გამოძიება”, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ქართული მხარე მიმდინარე წლის 19 მაისს, სოფელ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელის გადმოცემას ითხოვს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამხედრო პროკურატურამ სამხედრო სასამართლოს, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი-ოღლისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. აფხაზური მედიის ცნობით, ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კანჯი-ოღლის გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი და ის დაკავებული თანამდებობიდან – თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან დაითხოვეს. დე ფაქტო სამხედრო პროკურატურის ინფორმაციით, მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, რაშიდ კანჯი-ოღლის საქმე სასამართლოს გადაეცემა.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აუდიტის სამსახურში იმყოფებოდა
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი ჰოლანდიის ელჩს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ესაუბრა