არ მიმაჩნია, რომ ეკა ბესელიაზე ჩემი კომენტარი არაეთიკური იყო – ცქიტიშვილი

არ მიმაჩნია, რომ ეკა ბესელიაზე ჩემი კომენტარი არაეთიკური იყო, – ასე აფასებს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საკუთარ განცხადებას ბესელიასთან დაკავშირებით, . ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე ამომწურავი კომენტარები აქვს გაკეთებული.

„არ ვთვლი საჭიროდ, რომ ამ თემაზე პოლემიკაში უნდა შევიდე და რამე კომენტარი გავაკეთო. არ ვთვლი, რომ არაეთიკური იყო ჩემი კომენტარი და არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას, ამ თემაზე ბევრი კომენტარი გავაკეთე უკვე და ვთვლი, რომ ყველა ამომწურავი იყო“, – განაცხადა მაია ქციტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ეკა ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებაზე, პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებზე საუბარი უკვე ძალიან დამღლელია.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა
შემდეგი სტატიაპაატა სალია “რუსთავი 2”-ში საგანგებო განცხადებას 15:00 საათზე გააკეთებს